დ. ტრამპი – ჯორჯ სოროსსა და მ რადიკალ მემარცხენე შვილს აშშ-ში ძალადობრივი საპროტესტო აქციების მხარდაჭერისთვის ბრალი უნდა წაუყენონ.

ჯორჯ სოროსს აშშ-ში ძალადობრივი საპროტესტო აქციების მხარდაჭერისთვის ბრალი უნდა წაუყენონ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს.

„ჯორჯ სოროსსა და მის მშვენიერ რადიკალ მემარცხენე შვილს აშშ-ში ძალადობრივი საპროტესტო აქციების მხარდაჭერისთვის და ბევრი სხვა რამის გამო რიკოს კანონის საფუძველზე ბრალი უნდა წაუყენონ“, – წერს დონალდ ტრამპი.

მისი თქმით, „არ დაუშვებს, რომ შეშლილებმა ამერიკა გაანადგურონ და მათ „სუნთქვისა“ და თავისუფლების შანსი მიეცეთ“.

„სოროსმა და მისმა ფსიქოპათების დაჯგუფებამ ჩვენს ქვეყანას უზარმაზარი ზიანი მიაყენეს“, – აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ