Photos By Katerina Kato
ამა წლის 18 ოქტომბერს ჩრდილოეთ ამარკის ეპარქიაში, ნიუ- ჯერსის შტატის ქალაქ “Middlesex NJ 08846” გაიმართა გრიგორ ხანცთელის სახელობის ახლად დაარსებული ტაძრის კურთხევის ცერემონია, მსახურება აღასრულეს: ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ და ფითისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა ამერიკაში მოღვაწე სამღვდელოებასთან ერთად.




ტაძრის გახსნასთან დაკავშირებით, მისმა უწმიდესობამ, სრულიასდ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია II გაავრცელა სპეციალური მიმართვა, ჩრდილოეთ ამერიკის ქართული ეპარქიის, ეპისკოპოს საბას და ჩრდილოეთ ამერიკის ქართული ეპარქიის სამრევლოსადმი.

ტაძრის გახსნის ცერემონიალს ესწრებოდა ქ. ნიუ იორკში საქართველოს გენერალური კონსული, მაია ბარათაია, რომელმაც სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და მიულოცა ამარიკის ქართულ ეპარქიაში არსებული ყველაზე დიდი ტაძრის გახსნა

ღონისძიება საზეიმო ვითარებაში გაიმართა. მუსიკალურად აფორმებდა ნინი წიკლაური.


შესრულდა ქართული ცეკვები, ნიუ ჯერსის ქართულ ეკლესიასთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი “ხანძთელი”-ს შესრულებით სალომე ბიბინეიშვილისა და ლაშა მუჯურის ხელმძღვანელობით.





ტაძრის აღდგენა რამოდენიმე თვის განმავლობაში მინდინარეობდა. რეაბილიტაცია სრულიად დაფინანსდა მრევლის მიერ უზარმაზარი შრომა ჩადო ტაძრის წიმამძღვარმა მამა მატათამ, მისი სამრევლო 15 წელს ითვილის.









“ქართული ჟურნალი”-ს Goergian Journal-ის ადმინისტრაცია, მადლობას უხდის ფოტო მასალით უზრუნველჰყოფისთვის Katerina kato Photography
ტექნიკური მხარდამჭერა უზრუნველჰყო, ღონისძიებიების კომპანია “პირველმა’ “PIRVELI”



