აშშ-ში ნიუ ჯერსის შტატში, გმირთა თასის ტურნირი გაიმართა

8 აგვისტო გახდა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რომ ვეტერანთა საქველმოქმედო ფონდს “Veterans Charitable Foundation (VCF)” დაიწყო გმირების სახელობის საფეხბურთო ჩემპიონატი, რომლის საფუძველიც 2023 წლის აგვისტოში ჩაიდო. ტურნირის მიზანია კიდევ ერთხელ და მრავალჯერ მივაგოთ პატივი ღირსეულ გმირებს და ვუკვდავყოთ მათი სახელები.👉

2025 წლის 30 აგვსტოს, წელს უკვე მესამედ ჩატარდა ტრადიციად ქცეული საფეხბურთო ჩემპიონატი რომელიც გაიმართა ნიუ ჯერსის ქალაქ  Manalapan Township-ში,  სადაც ამერიკელ ფეხბურთელებთან ერთად გაერთიანდნენ ქართველი და უკრაინელი სპორტსმენები.🏆 გამარჯვებულ გუნდ WIT GEORGIA-ს გადაეცა სპეციალურად ამ ტურნირისთვის შექმნილი გარდამავალი თასი.

მეორე ადგილზე გამსვლელი გუნდი გახლდათ “დიდგორი” რომელთაც, ღირსეული და შთამბეჭდაავი თამაში აჩვენეს.

zura parkosadze

ტურნირის ორგანიზატორები გახლდათ:
1. დავით ხორგუაშვილი — ვეტერანთა საქველმოქმედო ფონდი
2. არიადნა ჯახუა — ვეტერანთა საქველმოქმედო ფონდი
3. პაატა დათუნაიშვილი — With Georgia (ვით ჯორჯია)
4. დიტო მიმინოშვილი ვეტერანთა საქველმოქმედო ფონდი
5. გიორგი ტურაშვილი ვსფ
6. კონსტანტინე ელიზბარაშვილი — ვსფ
7. თამთა ნამიჭეიშვილი — ვსფ
8. ხატია ჩხარტიშვილი — ვსფ

ტურნირზე სპეციალურად მოწვეული საპატიო სტუმარი გახლდათ ქართველი მწერალი დავით ტურაშვილი, რომელმაც ტურნირის შემდგომ დღეს 31 აგვისტოს გამართა შთამბეჭდავი, პანელური დისკუა ნიუ იორკში.

Davit Turashvili USA

ასევე პანელურ დისკუსიაში მონაწილეობაა მიიღო სალომე წერეთელი-სტეფანსმა ქართული ასოციაციის პრეზიდენტმა და ნათია ჭანკვეტაძემ რომელიც წარმოადგენს ჰარვარდის უნივერსიტეტს.
საპანელო დისკუსიას ესწრებოდნენ სპორტის, კულტურუს და ბიზნესის… წარმომადგენლები.

 

davit lagvilava

ღონისძიებას მუსიკალირად აფორმებდა ბენდი Lifetime

ტურნირში გამარჯვებულ გუნდს და ორგანიზატორებს სპეციალური საჩუქრები გადასცა პაკო ბატიაშვილმა რომელიც წარმოადგენს ალკოჰოლური სასმელების კომპანი “დუგლაძეს”

ღონისძიებას გაუმასპინძლდა უგემრიელესი კერძებით კომპანია “Kartveli” მალხაზ მაისაშვილი

ფოტო და ვიდეო მასალით უზრუმველყოფდნენ მიშო კალდელაკი Misho’sStudio  და გვანცა ჯიშკარიანი

“ქართული ჟურნალი” -Georgian Journal მადლობას გიხდით ტურნირის ორგამიზატორებს, ტირნირში მონაწილე გუნდებს და დამსწრე საზოგადოებას და გსურვებს წამრატებას.

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ