დონალდ ტრამპმა სხვადასხვა ქვეყანებს სავაჭრო ტარიფები 10%-41% გაუზარდა

საბანკო კრედიტის ვალის შემცირება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ათობით ქვეყანას მაღალი სავაჭრო ტარიფები დაუწესა. როგორც Reuters წერს, მათ შორისაა ქვეყნები, რომლებიც აშშ-ის მთავარ მოკავშირეებად მიიჩნევა, მაგალითად კანადა, ბრაზილია, ინდოეთი და ტაივანი.

პრეზიდენტის აღმასრულებელი ბრძანების თანახმად, ტრამპმა კანადიდან შეტანილი საქონლის უმეტესობაზე 35%-იანი, ბრაზილიიდან 50%-იანი, ინდოეთიდან 25%-იანი, ტაივანიდან 20%-იანი და შვეიცარიიდან 39%-იანი ტარიფები დააწესა.

პრეზიდენტის ბრძანებაში სულ მითითებულია იმპორტის გადასახადის 10%-დან 41%-მდე გაზრდა 69 სავაჭრო პარტნიორისთვის. ყველა სხვა ქვეყნიდან შეტანილ საქონელზე კი 10%-იანი იმპორტის გადასახადი დაწესდება.

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ