ნიუ-იორკი, 24 ივნისი, 2025 წელი — ნიუ-იორკის პრესტიჟულ სივრცეში Club WISE, გაიმართა განსაკუთრებული კულტურულ-ბიზნეს ივენთი, სადაც ოფიციალურად წარდგენილი იქნა ახალი ქართული მოდის ბრენდი — Georgia Production Inc..კომპანიის დამფუძნებლები არიან ქართველი დიზაინერები — ბუგა ოსიძე და ნინო ექსეულიძე რომლებმაც თავიანთი მრავალწლიანი გამოცდილება და შემოქმედება ამერიკულ მოდის სივრცეში ახალ ეტაპზე გადაიყვანეს.
ღონისძიების პირველ ნაწილში გაიმართა კომპანიის პრეზენტაცია და დიზაინერების მიერ შექმნილი საქორწილო და ქართული, თანამედროვედ ინტერპრეტირებული სამოსის ბრენდის Marigoldi კოლექციის ჩვენება. კოლექციამ დამსწრე საზოგადოების მხრიდან დიდი მოწონება და ინტერესის ტალღა გამოიწვია.

მოეწყო კომპანიის სამომავლო ხედვის პრეზენტაციაც: უახლოეს მომავალში ნიუ-იორკში გაიხსნება Georgia Production Inc.-ის შოურუმი, სადაც წარმოდგენილი იქნება როგორც მზა ნამუშევრები, ასევე შესაძლებელი იქნება ინდივიდუალური შეკვეთების გაფორმება. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ექსკლუზიურ მომსახურებას: დიზაინერები და სტილისტები საკუთარ თავზე აიღებენ მომსახურებას მისამართზე — ნებისმიერ შტატში. ეს გულისხმობს ადგილზე ვიზიტს, მოდელის შერჩევასა და ზომების აღებას, რის შემდეგაც მზა პროდუქცია თავად გადაეცემა კლიენტს მისამართზე. შოურუმის სივრცე ასევე დაეთმობა პერიოდულ გამოფენებს და მოდის ჩვენებებს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქართველი, ასევე საერთაშორისო დიზაინერები. სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა, ადგილზე შეიძინონ გამორჩეული მოდელები.
ღონისძიებას ესწრებოდა მრავალი ქართველი და უცხოელი სტუმარი, მათ შორის ცნობილი ფიგურები მოდის სფეროდან — დიზაინერები, სტილისტები და მედიის წარმომადგენლები, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ დიდ ინტერესზე, რომელიც Georgia Production Inc.-ის მიმართ არსებობს პროფესიულ წრეებში.

ივენთის მეორე ნაწილში, ქართულ-ამერიკული ბიზნეს ასოციაცია (GABA)-მ წარადგინა ახალი წევრები და ასოციაციის აქტიურ წევრებს გადასცა სერთიფიკატები.

პერსონალური მადლობა მეიქაფ არტისთს სოფო გვარამიას რომელიც ზრუნავდა მოდელების მეიქაფზე.

მღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდნენ საქართველოდან სპეციალურად მოწვეული შემსრულებლები — ანუკი ცქვიტინიძე და გელა დონაძე, რომლებმაც საღამოს მელოდიური და ემოციური განწყობა შესძინეს.















