აშშ-ში ქორეოგრაფთა კავშირის ოფიციალურ წარმომადგენლად დაინიშნა

საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის გადაწყვეტილებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ქორეოგრაფთა კავშირის ოფიციალურ წარმომადგენლად დაინიშნა ანსამბლი “ფესვების” ქორეოგრაფი, გიორგი გოდერძიშვილი. ასევე, ანსამბლი “ფესვების” დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს, შორენა ბარბაქაძეს, ქორეოგრაფთა კავშირის უმაღლესი ჯილდო — ამაგდარის წოდება მიენიჭა, რაც მისი მრავალწლიანი შრომისა და ხელოვნებისადმი უანგარო ერთგულების აღიარებაა. “ეს წარმატება არის ჩვენი ანსამბლის ძალისხმევის, ერთგულებისა და შემოქმედებითი სულისკვეთების ნათელი გამოხატულება! მადლობას ვუხდით საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირს ნდობისა და დაფასებისთვის და დიდი მადლობა, თითოეული ჩვენგანის პატივისცემა კავშირის თავმჯდომარეს ბატონ კახა მარკოიშვილს პატივისცემით, ქართული კულტურის ცენტრი “ფესვები”

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ