CIA- ამჟამინდელი დირექტორის მოადგილის ვაჟი, 21 წლის მაიკლ გლოსი, უკრაინასთან ომში დაიღუპა.

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერო სამმართველოს (CIA), ამჟამინდელი დირექტორის მოადგილის ვაჟი, 21 წლის მაიკლ გლოსი, უკრაინასთან ომში დაიღუპა. ის რუსეთის ჯარის შემადგენლობაში უკრაინის წინააღმდეგ იბრძოდა. ამის შესახებ იუწყება გამოცემა “euro maidan press”

მაიკლ გლოსი 2023 წლის 13 აგვისტოს რუსეთში საქართველო-რუსეთის საზღვრის გავლით ჩავიდა და მალევე ჩაეწერა რუსეთის არმიაში.

გლოსის ოჯახის წევრების ცნობით მაიკლი გარდაიცვალა 2024 წლის 4 აპრილს. იმ დღეს პოლკი, რომელშიც მაიკლ გლოსი ირიცხებოდა, უკრაინაში, დონეცკის რეგიონში შეტევას ახორციელებდა.

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ