როგორი იქნება თბილისა და გონიოში დაგეგმილი პროექტები, რაზეც 6 მლრდ დოლარამდე დაიხარჯება

Related

აშშ-ში ნიუ ჯერსის შტატში, გმირთა თასის ტურნირი გაიმართა

8 აგვისტო გახდა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რომ ვეტერანთა საქველმოქმედო...

დ. ტრამპი – თუ ეს ტარიფები ოდესმე გაუქმდება, ქვეყნისთვის სრული კატასტროფა იქნება.

ყველა ტარიფი ძალაშია, - ასე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ...

აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების უმეტესობა უკანონოდ გამოაცხადა

აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების უმეტესობა...

Share

არაბული დეველოპერული კომპანია Eagle Hills-ი საქართველოში ორ პროექტს განახორციელებს, რაშიც ჯამში 5.7 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.

როგორც ცნობილია, აღნიშნულთან დაკავშირებით, შეთანხმება ხელი აბუ-დაბიში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების ვიზიტირ ფარგლებში უკვე მოეწერა.

როგორც არაბული ბიზნეს სიახლეების პლატფორმა Arabian Gulf Business Insight (AGBI) წერს, დაგეგმილი პროექტებიდან ერთი თბილისში, მეორე კი ბათუმში განხორციელდება. დედაქალაქში პროექტი „კრწანისის პარკი“ განხორციელდება. საუბარია საცხოვრებელ კორპუსსა და საოფისე ფართებზე, რომელიც 590 ჰექტარზე მოეწყობა.

რის აშენებას გეგმავს არაბული მხარე თბილისში და როგორი იქნება პროექტი

რაც შეეხება ბათუმს, პროექტი „გონიოს მარანი“ 260 ჰექტარზე განხორციელდება. დაგეგმილი ინფრასტრუქტურა მოიცავს სასტუმროებს, სავაჭრო ცენტრებსა და ბრენდულ საცხოვრებლებს. ასევე რენდერებიდან ჩანს, რომ პროექტის ფარგლებში სანაპიროზე იახტ-კლუბის მოწყობაც იგეგმება.

რის აშენებას გეგმავს არაბული მხარე გონიოში და როგორი იქნება პროექტი

 

შეგახსენებთ, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში, გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი. როგორც ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძემ განაცხადა, EMAAR ჯგუფის მიერ (შვილობილი Emaar Properties/Eagle Hills) საქართველოში განხორციელდება დაახლოებით, 6 მლრდ დოლარის ინვესტიცია, რის შედეგადაც განვითარდება მულტიფუნქციური დეველოპერული პროექტები თბილისში, ბათუმსა და გონიოში.

spot_img