დონალდ ტრამპსა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

დონალდ ტრამპსა და სი ძინპინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, – ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ავრცელებს.

„მოლოდინი მაქვს, რომ ჩვენ ბევრ პრობლემას მოვაგვარებთ და ამას დაუყოვნებლივ დავიწყებთ“, – წერს დონალდ ტრამპი Truth Social-ზე.

მისი თქმით, სატელეფონო საუბარი ორივე ქვეყნისთვის კარგი იყო და ჩინეთის პრეზიდენტთან ვაჭრობის, TikTok-ის, ფენტანილისა და სხვა საკითხების შესახებ ისაუბრა.

„პრეზიდენტი სი ძინპინი და მე ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მსოფლიო უფრო მშვიდობიანი და უსაფრთხო გახდეს!“ – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ