Ford-ი ძრავის პრობლემის გამო 90 735 ავტომობილს გაიწვევს

FORD

ord-ი ძრავის სარქველების პრობლემის გამო, 90 735 ავტომობილს გაიწვევს, – ამის შესახებ Reuters-ი აშშ-ის მარეგულირებელზე, გზატკეცილის მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნულ ადმინისტრაციაზე (NHTSA) დაყრდნობით წერს.

მარეგულირებლის განცხადებით, გაწვევა შეეხება 2021-2022 წლების Bronco-ს, F-150-ს, Edge-ს, Explorer-ს, Lincoln Nautilus-სა და Lincoln Aviator-ის მოდელის ავტომობილებს, რომლებსა 2.7 ლიტრიანი ან 3 ლიტრიანი Nano EcoBoost ძრავა აქვს.

Reuters-ი წერს, რომ გაწვევის შემდეგ აღნიშნულ ავტომობილებს ტესტირება ჩაუტარდებათ და საჭიროების შემთხვევაში, ძრავის უფასოდ შეცვლა განხორციელდება.

 

წინა სტატიაქართველი მილიარდერი-„ჩვენ ვართ კომპანია, რომელსაც აქვს მისია, გააუმჯობესოს ადამიანების ცხოვრება“
შემდეგი სტატიანიუ იორკში, ქართულ-ამერიკული ბიზნეს ასოციაცია GABA შეხვედრა გაიმართა სადაც დამტკიცებული იქნა ასოციაციის წესდება.

ᲓᲐᲢᲝᲕᲔᲗ ᲞᲐᲡᲣᲮᲘ

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ