დ. ტ – დაცემა დასრულდა, ყველაფერი დღეიდან და ძალიან სწრაფად შეიცვლება!

ამერიკის მოქალაქეებისთვის 2025 წლის 20 იანვარი განთავისუფლების დღეა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ინაუგურაციის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ამერიკის დაცემა დასრულდა. ყველაფერი დღეიდან შეიცვლება და ძალიან სწრაფად შეიცვლება. ბოლო არჩევნები მანდატია, რომ ეს საშინელი ღალატი შევცვალო და ხალხს რწმენა, სიმდიდრე, დემოკრატია და თავისუფლება დავუბრუნო“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპის თქმით, იმედი აქვს, რომ ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებს ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან არჩევნებად დაიმახსოვრებენ.

„ახლა ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელიც ვერ უმკლავდება უბრალო კრიზისს სახლში და პარალელურად საზღვარგარეთ კატასტროფულ მოვლენებს აწყდება“, – აღნიშნა ტრამპმა.

წინა სტატიადონალდ ტრამპი – დღეიდან, შეერთებული შტატების ოფიციალური პოლიტიკა იქნება, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი

ᲓᲐᲢᲝᲕᲔᲗ ᲞᲐᲡᲣᲮᲘ

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ