დრო და ადგილი
Nov 30, 2024, 9:00 PM – Dec 01, 2024, 2:00 AM
BROOKLYN BURJ, 1313 Atlantic Ave, Brooklyn, NY 11216, USA
ღონისძიების შესახებ
“წიგნების თარო” წარმოგიდგენთ პირველ მასშტაბურ ღონისძიებას!
“ღონისძიების იდეა დაიბადა დიდი ხნის უკან, მაშინ როდესაც პირველი მონატრების შეგრძნებები გამიჩნდა საქართველოზე. დროზე, როცა მეგობრებთან ერთად გართობა ჩვენი ყოველდღიურობა იყო. ერთად ყოფნა, კარგი მუსიკა, ბევრი სიცილი და სხვა ბევრი რამ გვაერთიანებდა, პრობლემებს გვავიწყებდა და გვინდოდა არასოდეს დასრულებულიყო. ეს არის ჩემი მცდელობა, რომ ერთი ღამით დავბრუნდეთ იმ დროში. ბევრი ვიცეკვოთ, გავიცნოთ ახალი ადამიანები და შევქმნათ გარემო სადაც თითოეული ჩვენთაგანი ვიგრძნობთ თავს “მეგობრის სახლში”. ამ საღამოს ვქმნით ერთად! თქვენი განწყობა საღამოს წარმატების საწინდარია. გელოდებით მოუთმენლად და იცოდეთ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია!” – მარიამ ტუტი მაცაბერიძე
დეტალები:
-
იქიდან გამომდინარე, რომ ღონისძიების თემა გახლავთ “90იანი წლების წვეულება”, სასურველია (და არა სავალდებულო) მოირგოთ 90იანი წლების სტილი, რაც მეტად დაგვაახლოვებს იმ დროის საქართველოსთან.
-
ჩვენს წვეულებას მოემსახურება სასმელების და ხემსის ბარი. (გაითვალისწინეთ, რომ საკვები არ იქნება)
-
ჩვენთვის დაუკრავს DJ ATUKA
-
10:00დან 12:00სთმდე გაგრძელდება 90იანების ცნობილი ჰიტები ხოლო 12:00დან 2:00მდე DJ შემოგთავაზებთ საკუთარ მუსიკალურ რეპერტუარს.
-
წვეულებას მოემსახურება 4 დაცვის წევრი და დეტექტორით შემოწმდება თითოეული სტუმარი.
-
თხოვნაა ბილეთები ტელეფონის მეშვეობით გამზადებული იქონიოთ შესასვლელში.
-
ჩვენი ვებ-საიტის “ოქროს წევრებისთვის” გვექნება ფასდაკლება ბილეთებზე.
ბილეთების შესაძენად და დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართედ მითითებულ ბმულზე! Tickets on SALE
შევხვდებით 30 ნოემბერს “90იანების წვეულებაზე”