წარმომადგენელთა პალატამ კანონპროექტი მიიღო, რითაც შესაძლოა აშშ-ში TikTok-ი აიკრძალოს

tik tok banned in usa

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ კანონპროექტი მიიღო, რომლითაც შესაძლოა სოციალური ქსელი TikTok-ი აიკრძალოს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

კანონპროექტს აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის – წარმომადგენელთა პალატის – 352-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი (197 რესპუბლიკელი, 155 დემოკრატი), ხოლო წინააღმდეგ 65 დეპუტატი წავიდა (15 რესპუბლიკელი, 50 დემოკრატი).

კანონპროექტი სოციალურ ქსელ TikTok-ს 5 თვეს აძლევს, რათა მშობლიურ ჩინურ კომპანია ByteDance-ს ჩამოშორდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი აშშ-ის მასშტაბით აპლიკაციების მაღაზიებს აეკრძალებათ თავიანთ პლატფორმებზე TikTok-ის აპლიკაციის განთავსება.

ამ მომენტისთვის, უცნობია რა ბედი ელის კანონპროექტს კონგრესის ზედა პალატაში – სენატში. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ მის მაგიდაზე მოხვედრის შემთხვევაში (თუ კანონპროექტი სენატშიც დამტკიცდება) ის აღნიშნულ კანონპროექტს ხელს მოაწერს.

წინა სტატიაNini Iris in Cafe wha?
შემდეგი სტატიაყველაზე ძვირი და იაფი უბნები თბილისში – სად და რა ფასად შეგიძლიათ ბინების შეძენა?

ᲓᲐᲢᲝᲕᲔᲗ ᲞᲐᲡᲣᲮᲘ

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ