ყველაზე ძვირი და იაფი უბნები თბილისში – სად და რა ფასად შეგიძლიათ ბინების შეძენა?

თბილისის ყველაზე ძვირი უბნები

2024 წლის თებერვალში თბილისში 3 444 ბინა გაიყიდა. ამის შესახებ „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევაშია აღნიშნული. შედარებისთვის, მათივე კვლევის თანახმად, გაყიდული ბინების რაოდენობა 2023 წლის თებერვალში 3 413, 2022 წლის ამავე თვეში კი 3 034 იყო.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2024 წლის თებერვალში დედაქალაქში გაყიდული ბინებიდან პირველადი გაყიდვები იყო – 1 659, ხოლო მეორადი – 1 785.

ცნობისთვის, პირველადი გაყიდვები არის სამშენებლო კომპანიების/დეველოპერების მიერ გაყიდული უძრავი ქონება; მეორადი კი – ინდივიდუალური მესაკუთრის მიერ გაყიდული უძრავი ქონება როგორც 2013 წლის შემდეგ გაცემული ნებართვებით აშენებულ პროექტში (ახალი პროექტი), ასევე ინდივიდუალური მესაკუთრის მიერ გაყიდული ქონება 2013 წლამდე გაცემული ნებართვით აშენებულ პროექტებში (ძველი პროექტი).

წინა სტატიაწარმომადგენელთა პალატამ კანონპროექტი მიიღო, რითაც შესაძლოა აშშ-ში TikTok-ი აიკრძალოს
შემდეგი სტატია183 ათასზე მეტ მოქალაქეს სესხზე ყოველთვიური შენატანი შეუმცირდება

ᲓᲐᲢᲝᲕᲔᲗ ᲞᲐᲡᲣᲮᲘ

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ