Kaspi უნიკალური სუპერაპლიკაციის კომპანიაა, რომლის მისიაც ინოვაციური მობილური სერვისის შემუშავებით ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებაა. ამის შესახებ ყაზახური ონლაინ ბანკისა და მარკეტპლეის Kaspi.kz-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და თანადამფუძნებელმა, მიხეილ ლომთაძემ Couchonomics with Arjun-თან ინტერვიუს დროს განაცხადა.
“ადამიანებს შეუძლიათ, იყიდონ ელექტრონული კომერციით, რომელიც ჩვენ გვაქვს Amazon-ის სტილში, გახსნან ნაოსნობის ანგარიშები, მიიღონ სესხები, გადაიხადონ მაღაზიებში გადახდის სისტემის საშუალებით. მათ შეუძლიათ იყიდონ ავიაბილეთები, მატარებლის ბილეთები, სამოგზაურო პაკეტები, შეიძინონ და მიიღონ პირდაპირ კართან სასურსათო პროდუქტები, დაქორწინდნენ ჩვენს სამთავრობო სერვისების განყოფილებაში, მიიღონ ციფრული დოკუმენტები თვითმფრინავში ჩასასხდომად და ისინი ჩვენი აპლიკაციით წარადგინონ. ასევე, შესაძლებელია ავტომობილის დარეგისტრირება, ბიზნესის რეგისტრაცია, გადასახადების გადახდა, საკუთრების შეცვლა, მართვის მოწმობის გაცემა. ასე რომ, ყველა ეს სერვისი მობილურის მხოლოდ ერთ აპლიკაციაშია,” – აცხადებს ლომთაძე.
მისი მონაცემებით, ამჟამად Kaspi-ს, დაახლოებით, 14 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. და ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ჩართული მობილური აპლიკაციაა. კერძოდ, 100 ყოველთვიური მომხმარებელიდან 65-ზე მეტი აპლიკაციაში ყოველდღიურად შედის.
“ეს უბრალოდ წარმოუდგენელი რიცხვია და ვფიქრობ, მსოფლიოში ერთადერთი მობილური აპლიკაცია, რომელიც ასეთ ჩართულობას იღებს, მხოლოდ ჩინური WeChat-ია. ასე რომ, ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე ჩართული აპლიკაცია ვართ,” – ამბობს ლომთაძე.
მისი ცნობით, კომპანია Nasdaq-ის საფონდო ბირჟის ლისტინგშია და მისი საბაზრო ღირებულება ბოლო დღეებში 23-25 მილიარდიდან 26 მლრდ დოლარამდე გაიზარდა. ეს ერთ-ერთი ყველაზე ღირებული ტექნოლოგიური კომპანიაა მსოფლიოში, რომლის გუნდიც, დაახლოებით, 9,000-ზე მეტ ადამიანს მოიცავს.
“ყველა ეს სერვისი ამ “წარმოუდგენელი გუნდის მიერ” ყაზახეთში არის შექმნილი და მიწოდებული. მე თვითონ ვარ ჰარვარდის ბიზნეს სკოლის კურსდამთავრებული. მე ამ კომპანიას 2007 წლიდან ვაშენებ და ვმართავ. თავად ჰარვარდის ბიზნეს-სკოლამ ჩვენზე ორი კვლევა დაწერა. ასე რომ, თუ ვინმეს სურს, კომპანიის შესახებ მეტი შეიტყოს, ჩვენი პროდუქტის განვითარებისა და სტრატეგიის შესახებ ორი მართლაც მაგარი კვლევა დევს,” – ამბობს ლომთაძე.
კითხვაზე, არის თუ არა Kaspi ტრადიციული ბანკი, ის პასუხობს, რომ კომპანიის მენეჯმენტის გუნდში ბანკირი არცერთი არაა.
“ჩვენ რეალურად არ ვართ ბანკი და დაწყების დღიდან გვქონდა პოლიტიკა, რომ კომპანიაში ბანკირები არ დაგვექირავებინა. ჩვენ არ გვგონია საკუთარი თავი ბანკად, არამედ კომპანიად, რომელსაც აქვს მისია, გააუმჯობესოს ადამიანების ცხოვრება. ყველაფერი ძირითადად ისეა, როგორც თავდაპირველად განვმარტეთ, რომ თუ მომხმარებლის ცხოვრებაში Kaspi არსებობს, მათი ცხოვრება უკეთესი უნდა გახდეს… ის უნდა იყოს უფრო სწრაფი, უფრო იაფი, ნაკლები დაბრკოლებებითა და მეტი კომფორტით,” – აცხადებს ლომთაძე.
ის ამბობს, რომ Kaspi ბანკიდან ტექნოლოგიურ კომპანიად გარდაიქმნა და ამჟამად ბანკს ბიზნესის მხოლოდ მესამედი წილი უკავია, დანარჩენი წილი კი თანაბრად ნაწილდება გადახდის სერვისებსა და მარკეტპლეისს შორის.
“თუ ყველანი საუბრობენ ბანკების მხრიდან გამოწვევაზე, რატომ ვერ ახერხებენ ბანკები საპირისპიროს და არ შეუძლიათ, გახდნენ ტექნოლოგიური კომპანიები?! არავის უყვარს ბანკები, მაგრამ რატომ არ შეიძლება ბანკების სიყვარული ზუსტად ისე, როგორც ტექნოლოგიური კომპანიების?! ისინი ყველას უყვარს, რადგან ცხოვრებას უფრო ამარტივებენ,” – აცხადებს ლომთაძე.
მისი ცნობით, კომპანია, თითქმის, ყოველწლიურად იწყებს და ქმნის ერთ ან ორ მსხვილ ბიზნესს, რომლებიც მანამდე არასდროს არსებულა, ხოლო ყოველ კვარტალში აპლიკაციას ემატება ისეთი ფუნქცია, რომელიც არსებული ბიზნესის ზრდას აუმჯობესებს და აჩქარებს.
ლომთაძე პრომოუტერის რეიტინგს მომხმარებლის ბედნიერების გასაზომად კარგ მაჩვენებლად მიიჩნევს. ამდენად, ყოველთვიურად კომპანიის წარმომადგენლები, მინიმუმ, 300,000 მომხმარებელს უკავშირდებიან. თითოეულ პროდუქტს თავისი სერვერი აქვს, ხოლო მომხმარებელს მეტად მარტივი კითხვით მიმართავენ: მოსწონს თუ არა სერვისი და თუ შეუძლია მისი შეფასება, ხოლო თუ არ მოსწონს, რატომ. უარყოფითი შეფასების შემთხვევაში კომპანია მომხმარებელს ტელეფონით უკავშირდება და მის შეფასებას იწერს, შემდეგ კი პროდუქტის გუნდები ამ ზარებს უსმენენ. ზოგჯერ ისინი ამ საუბრებში თავად მონაწილეობენ.
“თუ პროდუქტს ცუდი Net Promotion-ის რეიტინგი აქვს, ჩვენ მას ვკლავთ. ამ პერსპექტივით ჩვენ არ ვახდენთ პროდუქტის პოპულარიზაციას, რადგან თუ ის ადამიანების ცხოვრებას არ აუმჯობესებს, ჩვენ მას ვანადგურებთ,” – აცხადებს ლომთაძე.
ასეთ მაგალითად ის ასახელებს პროდუქტს, სახელწოდებით “საკრედიტო ბარათი,” რომელიც მოგების მესამედს წარმოადგენდა და საკრედიტო ბარათების ბაზარზე ყველაზე დიდი მოთამაშე იყო. ამის მიუხედავად, კომპანიამ მომხმარებლების პოზიციის გამო პროდუქტი გააუქმა, რადგან მას “ნეგატიური სუფთა შემოსავალი მოჰქონდა.”
ლომთაძის ცნობით, მომავალ კვირას Kaspi ყაზახეთის იურიდიული პირებისა და ბიზნესისთვის კიდევ ერთ საგადასახადო სერვისს ჩაუშვებს.